18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1681 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,94 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,68 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,7754 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 19 ივნისს შევა ძალაში.