როგორც ჩანს, როჯერ უოტერს მარკ ცუკერბერგი გულზე დიდად არ ეხატება. ცნობილი როკ ჯგუფის Pink Floyd-ის ყოფილი წევრი, ვიკილიქსის დამაარსებლის მხარდასაჭერად პრესკონფერენციას მართავდა, როდესაც ჟურნალისტებს საინტერესო ამბავი გაანდო.

როჯერის თქმით, მან ფეისბუქის დამაარსებლისგან მეილი მიიღო, სადაც ცუკერბერგი წერს, რომ ფილმის გადაღებას გეგმავს, რომლის მიზანი ფეისბუქის პოპულარობის გაზრდაა. მარკს კი სურვილი ჰქონდა მის ფილმში, უოტერსის სიმღერა Another Brick in the Wall, Pt. 2 გამოეყენებინა.

"ჩემი პასუხი ამ მეილზე არის – შეგე*ი, არავითარ შემთხვევაში", — თქვა მომღერალმა. "ამას გიყვებით იმიტომ, რომ მათ სურთ ყველაფერს ფლობდნენ. მე მაქვს უფლება ჩემს მუსიკაზე და არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ამ უაზრობის მონაწილე", — განაგრძონო მან.

პრესკონფერენციის ნაწილი ტვიტერზე გავრცელდა და თქვენ თავად შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორი გაბრაზებულია მომღერალი.

უოტერსმა ცუკერბერგს ყველაზე გავლენიანი იდიოტი უწოდა და თქვა: "როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელმაც იმით დაიწყო, რომ ინტერნეტში გოგოებს სილამაზის მიხედვით აფასებდა, ამხელა ძალაუფლებას ფლობს."

ფოტო: thesun.co.uk

ცუკერბერგის გარდა უოტერს უთანხმოება Pink Floyd-ის ყოფილ წევრთან, დევიდ გილმორთანაც მოუვიდა. მისი თქმით, 1977 წლის ალბომის Animal-ის შექმნაში გილმორის წვლილი არც ისე დიდი იყო, როგორც მუსიკოსი იბრალებს.

როგორც ჩანს, ბენდის მოყვარულებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ისინი ოდესმე კიდევ დაუკრავენ ერთად. თავად დევიდ გილმორმაც განაცხადა, რომ ბენდმა ამოწურა საკუთარი თავი და მისი არსებობა საბოლოოდ დასრულდა.