პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტს ომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტზე ომბუდსმენის დამოკიდებულება კრიტიკულია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტზე.
"ამ ინსტიტუტს 2008 წელს და მაშინდელ სახალხო დამცველს აქვს ნათქვამი ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, რომ ეს იყო ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკა. მე ვიზიარებ ამ დამოკიდებულებას და სახალხო დამცველი, ზოგადად, წინააღმდეგია ნებისმიერი ინიციატივის, რომელიც შექმნილ ვითარებაში გაურთულებს პარტიებს, ასე ვთქვათ, მდგომარეობას და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ამიტომ, ჩემი დამოკიდებულება კრიტიკულია", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით 11 ივნისს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანია, "საბოტაჟის" წინააღმდეგ დაიცვას დემოკრატია.
მისივე თქმით, ეს ითვალისწინებს, როგორც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის, ასევე, დროებით შეჩერების საკითხს.
ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონი აამოქმედონ არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან.
24 მარტს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნეს დასკვნა და მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ გადაეხედათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებებისთვის.
ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიებს უფასო საეთერო დრო არ ექნებათ, მათ თანასწორუფლებიანობას დაარღვევდა. ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებული იყო იმ შესწორებით, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში უნდა შევიდეს.
ომბუდსმენმა პარლამენტში 18 ივნისს 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ ნინო ლომჯარიას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები