15-წლიანი პაუზის შემდეგ დაიანა როსი ახალ ალბომს გამოუშვებს
დაიანა როსის მოყვარულებისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. აშკარაა, მომღერალი კარანტინში დროს ფუჭად არ კარგავდა. მან განაცხადა, რომ ახალ ალბომს გამოუშვებს და მასთან დაკავშირებული დეტალებიც გაგვაცნო.
Thank you ამ სახელწოდებით გამოვა მომღერლის ახალი ალბომი. მისი ბოლო ნამუშევარი 2006 წელს გამოვიდა სახელად I love you. როგორც ჩანს, დაიანა ფანებს მადლობას უხდის, რომ ამდენი ხნის პაუზის შემდეგაც კი მისი ერთგულები რჩებიან.
"ალბომში შესული სიმღერები, არის ჩემი სიყვარულის და მადლიერების გამოხატულება", — ნათქვამია მომღერლის განცხადებაში. "სამუდამოდ მადლიერი ვარ, რომ ამ მუსიკის ჩაწერის შესაძლებლობა მომეცა, ასეთ დროს".
ალბომის პირველი სიმღერა, რომელსაც ასევე Thank you ჰქვია, სამშაბათს გამოვიდა და მისი მოსმენა უკვე შესაძლებელია.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ "ალბომის მთავარი გზავნილი სიყვარულის და ერთიანობის გავრცელებაა. დაიანა თავისი მუსიკით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველაფრის წინაშე".
ალბომში სულ 13 სიმღერაა შესული, რომლის თანაავტორიც სხვადასხვა პოპ პროდიუსერებთან ერთად თავად დაიანა როსია. ის სექტემბერში გამოვა და ეს მომღერლის 25-ე სოლო ალბომი იქნება. საერთო ჯამში კი მას 43 ალბომზე აქვს ნამუშევარი.
აახლა უკვე 77 წლის მომღერალმა თავისი კარიერა ჯგუფ The Supremes-თან ერთად დაიწყო,, რომელსაც ჰქონდა ისეთი ჰიტები როგორიცაა Baby Love, Stop!, In The Name Of Love და You Keep Me Hanging On. 1970 წელს კი მან სოლო კარიერა დაიწყო და მსმენელს მალე შეაყვარა თავი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Upside Down, Endless Love და I'm coming out.
2020 წელს დაიანას დაგეგმილი ჰქონდა Glastonbury-ის ცნობილ მუსიკალური ფესტივალში მონაწილეობა, მაგრამ პანდემიის გამო ფესტივალი გადაიდო. თუმცა როგორც ჩანს, კოვიდმა ვერ შეძლო მომღერლისთვის ხელის შეშლა და მან თავისი მუსიკა მსმენელებს მაინც მიაწვდინა.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები