ინგლისში მაკე ღორი ფერმიდან გაიქცა და გოჭები ტყეში გააჩინა
ანა ესტორი თავის ძაღლს ასეირნებდა, როდესაც ტყეში უცნაური რამ აღმოაჩინა. ღორი მატილდა, რომელიც ნოტინგშეარის ფერმიდან გაიცა, თავის ახალდაბადებულ გოჭებს ძუძუს აწოვებდა.
"მივხვდი, რომ გარეული ღორი არ იყო და ჩვეულებრივ გოჭებს ჰგავდნენ, ძალიან გამიკვირდა, რადგან ზოგადად მათ ტყეში ვერ შეხვდები", — ყვება ანა.
ის ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Brinsley Animal Rescue-ს დაუკავშირდა, რადგან ჩათვალა, რომ ფერმიდან გამოქცევის შემდეგ, ღორი თავისუფლებას ნამდვილად იმსახურებდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცხოველზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღეს და მას მატილდა დაარქვეს. როგორც ჩანს, მატილდამ 10 გოჭი გააჩინა. როგორც Brinsley Animal Rescue-ს ხელმძღვანელი, ჯონ ბერეზფორდი ამბობს, მას არ შეუძლია ფერმერის თანხმობის გარეშე მატილდას გათავისუფლება, რადგან ეს ქურდობად ჩაითვლება.
ჯონს სჯერა, რომ მატილდა ფერმიდან გამოიქცა, რათა თავისი შვილები დაეცვა. "თითქოს მასში დედობრივმა ინსტინქტმა გაიღვიძა, ის მხოლოდ შვილების დაცვაზე ფიქრობდა", — განაცხადმა ჯონმა. "ცხვირზე მრგვალი საყურე უკეთია, რაც იმას ნიშნავს რომ ფერმაში საჭმლის მოპოვება თვითონ არ შეეძლო", — ამბობს იგი.
ორგანიზაციის წევრებს მასთან საჭმელიც მიაქვთ, თუმცა შეამჩნიეს, რომ ღორს მხოლოდ შვილები აღელვებს და ის საჭმელს ნაკლებად ეკარება. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ფერმის პატრონი დათანხმდება მატილდას განთავისუფლებას, რის შემდეგაც მას სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ის თავის შვილებთან ერთად იცხოვრებს და დაკვლითაც აღარავინ დაემუქრება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები