საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ამჯერად მეორე, Fintech & RegTech კონკურსშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს ეროვნული ბანკისთვის Central Banking Awards-ის რიგით უკვე მესამე ჯილდოა, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკისა და საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოების შემდგომ.
რა კრიტერიუმებით შეაფასეს საქართველოს ეროვნული ბანკი?
გადაწყვეტილების მიღებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი მიდგომები, ინიციატივები და ტექნოლოგიისა და დიგიტალიზაციის სფეროში მიღწეული შედეგები.
რა მიღწევები აქვს ეროვნულ ბანკს ფინტექის ეკოსისტემის განვითარების საქმეში?
ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ფინტექის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, როგორებიცაა, ღია ბანკინგის სტანდარტიზაცია, მყისიერი გადახდები, ციფრული ლარი, ხოლო ფინტექ კომპანიებისთვის ფიქსირებული ხარჯების შემცირების მიზნით — ციფრული ბანკი. აღსანიშნავია, რომ ვითარდება ახალი ღია მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. ღია მარეგულირებელი ჩარჩო რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს:
ფინანსური ინოვაციების ოფისი — ოფისის მიზანია ფინანსური ინოვაციების მქონე პირებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩარჩოს შექმნა, ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლიანი ინოვაციების ხელშეწყობა და ფინტექ ორგანიზაციების დახმარება რეგულაციების საზედამხედველო მიდგომის გაცნობიერებაში. თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია და ნავიგაციისთვის რთულია, განსაკუთრებით, ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა.
რეგულირების ლაბორატორია — საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სისტემური რისკების ტესტირებას.
ციფრული ბანკის ლიცენზირება — ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტიან გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მოდელის მართვის ჩარჩო — შესაბამისი საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება დღის წესრიგში მონაცემთა მეცნიერების ახალი მეთოდების და დიდი მონაცემების სწრაფმა გავრცელებამ დააყენა. საქართველოს ეროვნული ბანკმა ამ მიზნით, რეგულირების ლაბორატორიის ელემენტების გამოყენებით, მოდელის რისკის მართვის თანამედროვე ჩარჩო შექმნა. შესაბამისად, ფინანსურ სექტორში მონაცემთა მეცნიერების მეთოდების მდგრად განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო შექმნა.
ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების რეგულირება
დღეს, ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ გორგოძემ Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მან ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი რეგულირების ჩარჩო. "სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში, სადაც მუდმივად იზრდება მონაცემები, მეტად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, მარეგულირებელთა მთავარი გამოწვევა პრაქტიკულობის შენარჩუნებაა. ეს ნიშნავს უცნობი რისკების ნაცნობ რისკებად გარდაქმნას. ღია საზედამხედველო მიდგომა სწორედ რისკზე დაფუძნებული მიდგომაა", — განაცხადა ოთარ გორგოძემ.
რა არის Central Banking Publications?
Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.
დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის "საზაფხულო შეხვედრების" ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც სამ ნომინაციაში გამარჯვებულმა მიიღო.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები