ხვალ, 18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივნისს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში — გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ც.დადიანის ქუჩის ნაწილს, ზვარეთის, სვირის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ხიმშიაშვილის, სურგულაძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, ასკურავას, ურიდიას, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით — www.gwp.ge