ხიდები და მათი მნიშვნელობა — ენსისის ხედვა და მიდგომები
ხიდების, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საქართველოში ერთ–ერთი აქტუალური საკითხია. მით უმეტეს, რომ საქართველო წყალუხვი ქვეყანაა და აქ უამრავი მდინარე ქმნის გადაულახავ ბარიერს ლოგისტიკის სფეროსთვის — ხიდების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და საქმიანი კომუნიკაცია.
დღეს ხიდების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას თანამედროვე მიდგომებით ახორციელებენ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიის, ენსისის ხიდებისა და გვირაბების მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი ურუშაძე ამბობს, რომ "თანამედროვეობაში ხიდების პირველადი დანიშნულება ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა, დროის დაზოგვა, უსაფრთხოებაა".
"თითოეული ახალი თუ რეაბილიტირებული ხიდი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას. მოქალაქეები უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიდიან დანიშნულების ადგილამდე. რეალურად, ხიდი ერთმანეთთან ისეთ ტერიტორიებს აკავშირებს, სადაც მისვლა გართულებული ან შეუძლებელია. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის ხიდების მშენებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს ტრანსპორტირებას უკავშირდება".
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ხიდების მშენებლობა და რეაბილიტაციაა.
XXI საუკუნეში, სტრატეგიული დანიშნულება არა მხოლოდ მდინარეებზე აგებულ, არამედ გზაგამტარ ხიდებს დაეკისრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ფუნქციას შეასრულებს. ამ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ახლა მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეს ხიდი გასული საუკუნის 70–იან წლებში აშენდა და მას შემდეგ ხიდის რეაბილიტაცია პირველად მოხდა. პროექტს კომპანია ენსისი ახორციელებს.
"რეაბილიტაციამდე ეს გზაგამტარი ამორტიზებული იყო, რის გამოც ამხელა მნიშვნელობის ხიდი ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს. რეაბილიტაციისას, სამუშაოს ყველა ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდებოდა. ბურჯების და საყრდენი კედლების შეცვლა, სავალი ნაწილის განახლება და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო მსოფლიოში დღეს არსებული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა", — ამბობს ენსისის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, დავით მახარაშვილი.
ახალი ესტაკადა
ფოტო: ენსისი
კომპანია ენსისის გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის თქმით, ახალი ხიდების აშენება და ძველის რეაბილიტაცია თანამედროვე ქალაქებს მუდმივად სჭირდება.
"ეს რთული, მრავალეტაპიანი სამუშაოა, რაც არ გულისხმობს მხოლოდ სწორ მშენებლობას, მშენებლობის ან თუნდაც მენეჯმენტის ცოდნას. დღევანდელობა მოითხოვს, რომ ყველა პროექტზე გქონდეს სწორი ხედვა, დაინახო ფართო სურათი, გაითვალისწინო კონტექსტი, არ დაუკარგო ხიდს ისტორიული როლი, შესძინო დამატებითი ფუნქციონალი და ეს ყველაფერი ადამიანებს ისე დაუკავშირო, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს".
ფოტო: ენსისი
ენსისიმ განახორციელა თბილისში ბარათაშვილის ხიდისა და მიმდებარე პანდუსების რეაბილიტაცია, მშრალი ხიდის რეაბილიტაცია, გულუას სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, მტკვრის უბეზე, მეტეხის ხიდთან მდებარე აივნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობა, ზაჰესის დასახლებაში საავტომობილო ხიდის მშენებლობა და სხვა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები