ამერიკელი ტელეწამყვანი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალი ოპრა უინფრი შესაძლოა სულ მალე სატელევიზიო პავილიონების ნაცვლად თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვიხილოთ.

როგორც თავად ამბობს, დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ის დააფიქრა, მიეღო თუ არა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

"არასდროს მიფიქრია, რომ ამ კითხვას დავუსვამდი ჩემს თავს, მაგრამ შევცდი. ვამბობდი, რომ საკმარისი გამოცდილება და ცოდნა არ მაქვს, მაგრამ ახლა უკვე მგონია, რომ ყველაფერი შესაძლებელია", - ამბობს ოპრა.