ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მუშაობა გაგრძელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას მხარს დაუჭერენ.

ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ 36 პუნქტიან დოკუმენტის ორ პუნქტში საქართველოზეც არის საუბარი.

"რუსეთის მიმართ პრინციპულ პოლიტიკაში ერთად ვდგავართ და მზად ვართ მის უარყოფით ქცევასა და მავნე საქმიანობას ვუპასუხოთ, რაც უნდა გაითვალისწინოს რუსეთმა, რათა თავიდან აიცილოს ურთიერთობების შემდგომი გაუარესება, მათ შორის ე.წ. არამეგობრული სახელმწიფოების ჩამონათვალში", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში, ასევე, დაგმობილია რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას უგულებელყოფს.

"იმისათვის, რომ ჩვენი ქმედებები იყოს კოორდინირებული, ვგეგმავთ აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის დამყარებას რუსეთთან დაკავშირებით. ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას უგულებელყოფს. მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს საერთაშორისო მისიების მშვიდობიანი მუშაობა რუსეთში და შეწყვიტოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციაზე და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები

გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობას მისაღწევად ვიმუშაოთ", — წერია დოკუმენტში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.