რამდენს ხარჯავენ და რა მიზნით მოგზაურობენ ადგილობრივი ვიზიტორები საქართველოში
საქსტატმა ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში 3,28 მილიონმა ადგილობრივმა ვიზიტორმა 3,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა და ამ ვიზიტებისას 552,6 მილიონი ლარი დახარჯა. მათ მიერ გაწეული ხარჯების მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 44,9%-ით აღემატება, ხოლო ვიზიტები წლიურად 23,4%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22%-ით და 149,2 ლარს უტოლდება.
პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ ვიზიტებისას გაწეული ხარჯები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- საყიდლები — 209,7 მილიონი ლარი;
- ტრანსპორტი — 118,5 მილიონი ლარი;
- საკვები და სასმელი — 108,9 მილიონი ლარი;
- განთავსება — 15 მილიონი ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები — 2,7 მილიონი ლარი;
- სხვა სახის ხარჯები — 97,8 მილიონი ლარი.
ვიზიტებს შორის 1,66 მილიონი ტურისტული ტიპის, ანუ ისეთი სახის გასვლა იყო, როდესაც ვიზიტორმა მოგზაურობის ადგილზე მინიმუმ ერთი ღამე მაინც გაათენა — ამგვარი ვიზიტები წლიურად 28,8%-ით არის გაზრდილი.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით გადაადგილდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი უმრავლესობისთვის გადაადგილების მთავარი მიზანი ტურისტული ადგილების მონახულება არ იყო.
იანვარ-მარტში ადგილობრივი ვიზიტორების მიზნები:
- მეგობრების/ნათესავების მონახულება — 47,1%;
- მეორე სახლის მონახულება — 14,4%;
- შოპინგი — 14%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება — 10,2%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია — 5,3%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა — 5,3%;
- რელიგია/მომლოცველობა — 1,8%;
- განათლების მიღება — 0,1%;
- სხვა — 1,7%;
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების უმრავლესობამ თბილისში (ვიზიტების 21,2%), იმერეთსა (17%) და აჭარის რეგიონში (11,4%) იმოგზაურა. ამასთან, ვიზიტორების თითქმის ნახევარი (42,7%) დედაქალაქის მაცხოვრებელი იყო.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები