ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის თამჯდომარის გიორგი გახარიას კრიტიკის შემდეგ, გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი კობახიძეს აკრიტიკებს.

"იურისტია ის ადამიანი, რომელიც გუშინ ეთერში საუბრობდა, თან მაღალი დონის კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია. პირდაპირ ეთერში დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს, ზღაპრებს ჰყვება ფაქტობრივად და როცა ვეუბნებით, რომ დაიწყეთ გამოძიება, იმდენად არ სცემს პატივს ინსტიტუტებს, არ აინტერესებს, აკნინებს სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ მათ მივმართავთ და ის გვცემს პასუხს, რომ მისი გაცხადებები არ შეიცავს დანაშუალის ნიშნებს. გუშინ რაც მოხდა იმაზე ვიხვეწებით, ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება, გამოიკვლიონ აბსოლუტურად ყველაფერი", — განაცხადა მეზვრიშვილმა TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს.

"გუშინ, პირდაპირ გეტყვით, ვუყურებდი ამ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] და, სიმართლე გითრათ, ცოტა შევშფოთდი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოებაც შეშფოთდა. შემაშფოთა იმან, რომ ასეთი დამიანები არიან დღეს სახელმწიფო მართვის სადავეებთან, ასეთ ადამიანებს ქვეყნის უსაფრთხოება და ბედი აბარიათ", — აღნიშნა მეზვრიშვილმა.

14 ივნისს ქართულმა ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ეთერში ერთ საათზე მეტხნიანი ინტერვიუს დიდი ნაწილი ექსპრემიერ გახარიას დაუთმო და გახარიას პრემიერობის დროს ჩატარებული სპეცოპერაციებზე ყოფილი პრემიერ მინისტრი გააკრიტიკა.

გაიგე მეტი: