საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ვატიკანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.