ტვინის კვანტური გამოსახულების ტექნოლოგიის შემუშავების შემდეგ, სასექსის კვანტური სისტემებისა და მოწყობილობების უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმატებით განავითარეს მოდულური კვანტური ტვინის სკანერი და გამოიყენეს ის ტვინის სიგნალის დასაფიქსირებლად. მკვლევარების თქმით, ისინი პირველები არიან, რომლებმაც მოდულური ტვინის სკანერის გამოყენება შეძლეს.

მოდულური სენსორების მასშტაბირება და ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება "ლეგოს აგურის მსგავსად", რის გამოც მკვლევარებმა დააკავშირეს ორი სენსორი, რომლებიც მთლიანი ტვინის სკანირებას ახერხებენ. ეს მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების აღმოსაჩენად და მკურნალობისთვის, როგორიცაა ალცჰაიმერი.

კვლევაში აღწერილმა მოწყობილობამ, მიაღწია იმას, რაც ამჟამად არსებული კომერციული კვანტური ტექნოლოგიებით შეუძლებელია. მოწყობილობა იყენებს ულტრა მგრძნობიარე კვანტურ სენსორებს, რათა შეარჩიოს წვრილი მაგნიტური ველები და ასახოს ნერვული აქტივობა თავის ტვინში.

"ჩვენი კვანტური სენსორი ძალიან მგრძნობიარე უნდა იყოს, რადგან ტვინის მაგნიტური ველების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. კონტექსტში რომ ვთქვათ, ტვინის მაგნიტური ველი მაცივრის მაგნიტზე ტრილიონჯერ რთული დასაფიქსირებელია", — ამბობს თომას კუსენსი, სასექსის უნივერსიტეტის მკვლევარი.

კუსენსმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ეს სენსორები, რომლებიც შემდეგ მოათავსეს ადამიანის სკალპის გარე ნაწილზე ტვინის კორტექსის მახლობლად. შემდეგ, ადამიანს დაევალა თვალების გახსნა და დახუჭვა ყოველ 10-20 წამში. სენსორების წყალობით, გუნდმა შეძლო ამ მოძრაობის სიგნალის დადგენა. ეს ქმედება მარტივია, მაგრამ ტვინის გარეგნულად მისი დაფიქსირება "მოითხოვს ძალიან დახვეწილ კვანტურ ტექნოლოგიას" ნათქვამია პრესრელიზში.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას და ტექნოლოგიის დახვეწას კვლავ აპირებენ. ამ კომპლექსური და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მომავალი აშკარაა. ის გამოყენებული იქნება ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების გამოვლენისთვის და მკურნალობაში, როგორიცაა ალცჰაიმერი.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.