მეუფე იაკობის თქმით, პანსიონი მცირე ზომის სახლის ტიპის დაწესებულებად გადაკეთდება
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ სამომავლოდ ნინოწმინდის პანსიონი სამომავლოდ მცირე ზომის სახლის ტიპის დაწესებულებად გადაკეთდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. მის ადგილას კი პატრიარქმა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი დანიშნა.
"ასეთი დიდი დაწესებულებები იყო ძველად, დღეს მსოფლიო გადადის შედარებით მცირე ზომის სახლის ტიპის დაწესებულებებზე. ჩვენც ვაპირებთ, მეუფეს პირობა ხელი მოწერილი პირობაზე, ასე რომ რაღაც სიახლე მხოლოდ ჩემგან არ იქნება და 2013 წლიდან პირადად მე ასეთი ცვლილებების მომხრე ვიყავი. შემდეგ გარკვეული სიტუაციების შემდეგ ვერ განვახორციელეთ, თუმცა ნახავთ, რომ განვახორციელებთ", — აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ამასთან, სასულიერო პირი არ ამბობს, როდის შეძლებს სახალხო დამცველი დაწესებულებაში შესვლას. ბოლო ინფორმაციით, პანსიონიდან 30 ბავშვი უკვე გაიყვანეს და ადგილზე 23 რჩება.
13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ.
შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან. ითქვა ისიც, რომ საჭიროა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გაყვანა და ამაზეც საერთო აზრზე არიან, თუმცა გაურკვეველი დარჩა, იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი. საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, "დახურვაზე არ არის საუბარი", ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვის ვალდებულებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პანსიონი იხურება, ასე უპასუხა:
"ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება... გამოდის პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. დღესაც ამ პროცესებს ჩვენ ვაგრძელებთ".
შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და მას მეუფე იაკობი ჩაანაცვლებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები