10 თავშესაქცევი, რომლითაც 90-იანებში უშუქობისას დრო გაგვყავდა
დღეს ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვამ, ალბათ, უმეტესობა ჩვენგანს "ტკბილი" 90-იანები გაგვახსენა, სადაც უშუქობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ გვშურს სხვისი სახლის ფანჯრიდან გამოსული შუქის, ბევრს ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს ის ხერხები, რომლებითაც უშუქობისას დროის გაყვანას ვცდილობდით.
ამ სტატიაში სწორედ თავის შექცევის იმ 10 გზას შეგახსენებთ, რომელიც 90-იანი წლებში ყველასთვის ძალიან ნაცნობი იყო.
1. სანთლის ძიების მსოფლიო ჩემპიონატი
მიუხედავად იმისა, რომ შუქი ხშირად ქრებოდა, ოჯახის წევრები ყოველთვის ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სად იყო სანთელი შენახული და თუ ვერსად იპოვიდნენ, ვაი იმას, ვისაც ბოლოს დაავალეს სანთლის მომარაგება.
2. კლასობანას და შვიდქვობანას თამაშისთვის საუკეთესო დრო
თუ ძალიან გვიანი არ იყო, პატარები ეზოში ჩავდიოდით ხოლმე და ჩვენს საყვარელ თამაშებს ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, ზედმეტი ჭინჭყლობის გარეშე.
3. ვაკვირდებოდით, ჩვენს მეზობლად ვის ჰქონდა "დვიჟოკი"
თუ განათებულ ფანჯარას მოვკრავდით თვალს, იმ ოჯახის წევრების ძალიან გვშურდა.
4. შუქის მოსვლის წინასწარმეტყველება
ფანჯრიდან ათვალიერებდი და ელოდებოდი სხვა უბნებში როდის მოვიდოდა შუქი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელექტროენერგია შენც გიახლოვდებოდა.
5. ბრაზილიური სერიალების "საჯარო ჩვენება"
მეზობლებთან ვიკრიბებოდით, ტელევიზორს მანქანიდან ამოღებულ აკუმულატორზე ვაერთებდით და ყველა ერთად ვუყურებდით ბრაზილიურ სერიალებს.
6. სამაგიდო თამაშები
ჯოკერის თამაში სანთლის შუქზე ბევრად უფრო მოსახერხებელია, რადგან შენს კარტს სიბნელეში ვერავინ ხედავს — ვერც შენი მოწინააღმდეგე და ვერც შენ... ამიტომ არასდროს იცი, თამაში საით წაგიყვანს და როგორ დამთავრდება.
7. აკაპელა სიმღერები
90-იანებში ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად ვიცოდით, ან სხვა რა გზა გვქონდა, ლამის ყოველ ღამე კარაოკეს ვაწყობდით მუსიკის გარეშე და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების ანაბარა ვრჩებოდით.
8. სანთლის შუქზე ჩრდილების თეატრი
ჩვენი ბავშვობის ყველაზე აზარტული გასართობი სწორედ ჩრდილებით ცხოველების შექმნა იყო. კურდღელს და ძაღლს ყველა აკეთებდა, უფრო ხელმარჯვეები კი არწივის გამოყვანასაც ახერხებდნენ.
9. სანთლებისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშები
ყველა ბავშვი მოქანდაკე იყო, როდესაც ჩამოღვენთილ სანთელს დაინახავდა.
10. შუქის მოსვლის ბედნიერება
როცა ბოლო-ბოლო შუქის მოსვლა გვეღირსებოდა, ეზოში მყოფი საზოგადოება ერთდროულად უსტვენდა და საყოველთაო ზეიმი იმართებოდა. თუმცა ხანდახან ეს ბედნიერება სულ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რასაც მოჰყვებოდა 90-იანების სახალხო ფრაზა: "შუქი მო... წავიდაა".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები