თბილისის რამდენიმე უბანში შუქი გაითიშა. არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია რამდენიმე წუთის წინ თითქმის ყველგან ერთდროულად ჩაქვრა.

როგორც On.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, შუქი არ არის რუსთავსში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც. ვცდილობთ გადამოწმებას მიეწოდება თუ არა ელექტროენერგია სხვა რეგიონებს.

ამ წუთებში ვერ ხერხდება დაკავშირება თელასის ცხელ ხაზთან. კომპანიის პრესსამსახურში კი On.ge-ს განუცხადეს, რომ მიზეზებს არკვევენ. იგივე გვითხრეს, სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც.

მოქალაქეების გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა შეიქმნა საბურთალოს ხაზზე და მოძრაობა შეფერხდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ძაბვის ვარდნის გამო შეფეხრდა ესკალატორების მოძრაობა, თუმცა მატარებლის გადაადგილებაზე ამას არ უმოქმედია.