როცა ბავშვს "ცუდად" სძინავს — რა უნდა ვიცოდეთ უკეთესად ძილისთვის
გაინტერესებთ, სად გადის ზღვარი ბავშვის ჭირვეულობასა და ისეთ სერიოზულ ნევროლოგიურ დაავადებას შორის, როგორიცაა "ძილის დარღვევა"?
რამდენ ხანს უნდა ეძინოს თქვენს პატარას კონკრეტულ ასაკში? და საერთოდ, რა შემთხვევაში უნდა ეწვიოთ ბავშვთა ნევროლოგს?
ძილი ორგანიზმის მოსვენებისა და აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ამ დროს ხდება როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი პროცესები, მაგალითად: ისვენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემა სტრესისგან, გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, ორგანიზმი იღდგენს ენერგიას მომდევნო დღისთვის.
რამდენი ხნის მანძილზე უნდა ეძინოს ჯანმრთელ ადამიანს?
რა თქმა უნდა, გააჩნია რა ასაკის ადამიანზეა საუბარი. თუ ჩვილისთვის 14-16 საათიანი ძილი აუცილებლობას წარმოადგენს, პრაქტიკულად ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანებისთვის 7-8 საათია საკმარისი. დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ცხრილს:
სასიგნალო ნიშანი ბავშვებში
ძილის დარღვევები ბავშვებში ორ კატეგორიად იყოფა: დისომნიად (არასაკმარისი ძილის სინდრომი, ნორმალური რუტინის დარღვევა და სხვა) პარასომნიად (რიტმული მოძრაობების დარღვევა, ღამის შიშები, კოშმარები, ძილში საუბარი და სხვა).
პედიატრთან ან ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ვლინდება შემდეგი ნიშნები:
- ხვრინვა;
- სუნთქვის შენელება/პაუზა ძილში;
- ჩაძინების გართულება;
- ძილის ხშირი შეწყვეტა ღამის განმავლობაში;
- ფხიზლად ყოფნის გართულება დღის მანძილზე;
- უენერგიობა/გაღიზიანებადობა დღის მანძილზე;
- ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) ძილის დროს;
- უნებლიე შარდვა ძილის დროს (მოზრდილებში);
- შუადღის ძილის გამოტოვება (ჩვილებში);
- ძილში სიარული ან საუბარი;
- ძილში არაბუნებრივი მოძრაობები (მუშტების ან თავის ქნევა);
- დილას გაღვიძების/გამოფხიზლების გართულება
და სხვა.
რა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევებმა
პირველ რიგში, ნორმალური გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა. გარდა ამისა, ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
- იმპულსური ქცევები;
- უხასიათობა;
- გაღიზიანებადობა;
- მეხსიერების ჩამორჩენა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ათვისების უნარის დაქვეითება;
- რეაქციის შენელება.
უკეთესად ძილისთვის
- შეიმუშავეთ ძილის რეჟიმი - კონკრეტული დრო როცა თქვენი პატარა მიდის დასაძინებლად ან იღვიძებს. ეცადეთ, არ გადაუხვიოთ აღნიშნულ რუტინას არც შაბათ-კვირას;
- ჩაატარეთ ძილის წინ სარელაქსაციო რუტინა, მაგალითად ზღაპრის წაკითხვის ან თბილი შხაპის მიღების სახით;
- ნუ ივახშმებთ გვიან, რადგან საკვებით მიღებული ენერგიის მოზღვავება გაართულებს ჩაძინებას;
- ნუ მისცემთ პატარას კოფეინის შემცველ სასმელს (მაგ. ჩაი) ან საკვებს დაწოლამდე მინიმუმ 4 საათით ადრე;
- შექმენით ძილისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო (შეარჩიეთ სწორი ტემპერატურა, ზედმეტად ნუ ჩააბნელებთ ან გაანათებთ ოთახს, ნუ იქნება ხმაური);
- დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ მაღალი გამოსხივების მქონე გაჯეტები: ტელევიზორი, მობილური, კომპიუტერი;
- მაშინაც კი, თუ ბავშვს ძილის წინ მშობელთან განშორების შფოთვები აქვს, არ არის სასურველი ჩასაძინებლად გვერდით მიწოლა. აჯობებს, დამამშვიდებელი საუბარი და საყვარელი სათამაშოს თანხლებით ჩაძინება.
და მაინც
თუ პრობლემა უფრო კომპლექსურია და აქვეითებს ბავშვის განვითარების დონეს, აუცილებელია პედიატრთან დროული ვიზიტის დაგეგმვა, რათა განისაზღვროს ქცევით და ფიზიკური განვითარების ტემპი და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ჩაერთოს ნევროლოგი. ბავშვთა ასაკში ძილის დარღვევების იდენტიფიცირება საკმაოდ მარტივია. შესაძლოა მისი დადგენის საფუძველი გახდეს კითხვარი, რომელიც მშობელმა უნდა შეავსოს. კითხვები ეხება პატარას ძილის რეჟიმს, გართულებულ ჩაძინებებსა და ამ დროს არსებულ გუნება-განწყობილებებს.
სამედიცინო ცენტრ "ციტოში" პატარებს ნევროლოგიურ დიაგნოსტიკას პედიატრიული განყოფილების კონსულტანტი, თსსუ-ს პროფესორი ნანა გელაძე, უტარებს.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები