დღეიდან, ყოველ ორშაბათს, PSP -სა და MASTERCARD-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, PSP-ს ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი განსაკუთრებული პირობით ისარგებლებს. MASTERCARD-ის ბარათით გადახდისას, ჯანმრთელობისა და სილამაზის ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლები ისარგებლებენ ყველა მიმდინარე აქციითა და ფასდაკლებით სააფთიაქო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, დამატებით კი, 10%-იან ქეშბექსაც მიიღებენ.

"მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა, მათ მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ აქციებს. MASTERCARD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყოველ ორშაბათს, PSP-ს ნებისმიერ ფილიალში, MASTERCARD ბარათით გადახდისას მომხმარებელი, ქსელში არსებული ყველა აქციით სარგებლობასთან ერთად, დამატებით გადახდილი თანხის 10%-ს დაიბრუნებს უკან. ეს პირობა მომხამრებელს საშუალებას აძლევს, აღარ დაელოდოს ფასდაკლების დღეებს და ორშაბათსაც ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზების პირობით", — აცხადებენ PSP-ში.