კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში On.ge-ს განუცხადეს პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ამ ეტაპზე ნიუ ჰოსპიტალში ავარიის შედეგად დაშავებული 3 პირი რჩება, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ერთი ადგილზევე, 2 კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავარია 12 ივნისს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიუ ჰოსპიტალის ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა, რომელმაც რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.