ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა ისევ კონტრაქცია გაუმართა.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჯებირების მხარეს ფალავანდიშვილის ხალხი იდგა ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი პოსტერებით, შუაში პოლიცია, მეორე მხარეს კი აქტივისტები, რომლებიც არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვდნენ.

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

ადგილიდან გაიყვანეს ძალადობრივი ჯგუფის ერთი წევრი, რომელიც აქტივისტებისკენ გაიწია. როგორც შსს-ში On.ge-ს უთხრეს, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ 3 ძირითადი მოთხოვნა:

  • დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია)
  • მოხდეს ყველა ბავშვის გამოყვანა პანსიონიდან.
  • დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.

აქციის დასასრულს აქტივისტებს სურდათ პარლამენტში პეტიცია დაეტოვებინათ, თუმცა რადგან შესასვლელი ძალადობრივ ჯგუფებს ჰქოინდათ გადაკეტილი, ბანერთან ერთად პეტიცია შესასვლელის წინ, მინდორზე დატოვეს.

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

ნახეთ On.ge-ს პირდაპირი ეთერი აქციიდან: