შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,17 წლის პირი, რომელმაც აიპლიუსის მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და ტელეფონები მოიპარა, დააკავეს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 11 ივნისს თბილისში მოხდა, პოლიციამ კი ის მეორე დღეს შიდა ქართლში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.