რიონის ხეობის აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ მედიაცია არ იწყება და უბრალოდ პირველი შეხვედრა იმართება, სადაც მხარეები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ.

"იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების ზოგადად ჩართულობით იწყება პროცესი. თუმცა, იმისთვის, რომ მედიაციის ნაწილში გადავიდეს საკითხი, ამას სჭირდება პირველ რიგში, შეხვედრა გაიმართოს, სადაც ორივე მხარე პოზიციებს დააფიქსირებს. ამის შემდეგ გამოიკვეთება შესაძლებლობა იმის, დაიწყება თუ არა მედიაცია", — აღნიშნავს გოლეთიანი ამატებს, რომ თავიანთი პირობების ნაწილში უკომპრომისოები იქნებიან.

ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ერთვება. მედიაციის პროცენსში დირკ ბუშლე მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი მიზანი სწრაფად და მარტივად გამოსავლის პოვნაა.

დირკ ბუშლე ამ გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე და დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარეა. 29 აპრილს მას ონლაინ-შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.

მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.