Der Freitag: "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ქალის ძალიან საინტერესო პორტრეტს გვიჩვენებს
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.
ფილმის შესახებ წერდნენ ისეთი გავლენიანი გამოცემები როგორებიც არის: გერმანული შპიგელი, Villagevoice, Theplaylist, The Hollywood Reporter და Newdirectors.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი არ არის ისტორია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ თავისუფლდება ქალი წნეხისგან. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალები. ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს, თუ რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათი თანაბრად არის. გულისტკივილისგან ახალი შესაძლებლობები იბადება. ეს არ არის მხოლოდ ფილმი, ეს არის ცხოვრება თავისი საშინელებებითა და დიდებით", - წერდა Villagevoice-ის ჟურნალისტი.
კინოკრიტიკოსი ჯორდან მინტზერი კი წერდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვიან ქალებს ყველგან - ქუჩაში, სამსახურში და ოჯახშიც კი, მინტზერი ამბობდა, რომ ნანასა და სიმონის ფილმში არის რამდენიმე სცენა, რომელიც ვუდი ალენის ფილმებს მოგვაგონებს, განსაკუთრებით კი ენი ჰოლს.
გერმანული გამოცემა Der Freitag ფილმზე დაწერილ რეცენზიაში აღნიშნავს, რომ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ქალის ძალიან საინტერესო პორტრეტს გვიჩვენებს.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი საზოგადოების შთამბეჭდავ სურათთან ერთად ქალის კიდევ ერთ, საინტერესო პორტრეტს გვიჩვენებს, რომელსაც შეეძლო მთავარი საკონკურსო პროგრამაც კი გაემდიდრებინა.", - წერს გამოცემა.
ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანა ექვთიმიშვილის ფილმების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი მის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟებია. მოვლენების ცენტრში ამ შემთხვევაშიც ქალი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.
ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბერლინში, წლის ბოლომდე კი მისი პრემიერა საქართველოშიც შედგება.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები