ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აპრილის მონაცემებით შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად პოსტპანდემიურ პერიოდში გადავიდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად კვლავაც პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში აპრილში ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის დონეს", — განაცხადა ხუციშვილმა.

დღეს, 11 მაისს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოსმენა იმართება.