Microsoft 24 ივნისს გასამართი ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადება და პატარ-პატარა მინიშნებებსაც აქტიურად გვაწვდის.

დღეს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა, თავის YouTube არხზე ახალი ვიდეო განათავსა, სადაც Windows 95-დან მოყოლებული, ყველა ვინდოუსის ჩართვის ხმაა გაერთიანებული. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ვიდეოს ხანგრძლივობა ზუსტად 11 წუთია, რაც შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ 24-ში სწორედ Windows 11-ს ვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი ვინდოუსის სახელი ზუსტად ჯერ არ ვიცით და 11 ერქმევა მას თუ რაიმე სხვა, უცნობია.

ვიდეოში ვინდოუსების ჩართვის ხმები 4 000-ჯერ არის შენელებული და აღწერაში Microsoft-წერს, რომ თუ 24 ივნისის მოლოდინში ავღელვდით, ეს ვიდეო დაგვამშვიდებს.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის ღონისძიება 11 AM ET დროით დაიწყება. აქ შესაძლოა ყურადღება მივაქციოთ ივენთის დაწყების დროსაც. ჩვენი დროით კი ის პარასკევს, 24 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება.