კვარიათში, ზღვაში მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეტყობინება კაცის გაუჩინარების შესახებ 4 ივნისს მიიღეს. მათი ინფორმაციით, გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით მალევე დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

"რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე თქმით, გარდაცვლილი ოჯახის წევრის მხრიდან უკვე იდენტიფიცირებულია.