საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარების კრიტიკას "პროპაგანდისტულ შტურმს" უწოდებს და ცდილობს ეს პრაიდ კვირეულის ორგანიზებასთან დააკავშიროს.

"ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში", — წერს ჯაღმაიძე ფეისბუქგვერდზე.

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".

გიორგი თაბაგარის თქმით, მარში რუსთაველის გამზირზე გაიმართება და შეკრებას რუსთაველის მეტროსთან დაიწყებენ.