თანასწორობის მოძრაობის განცხადებით, 4 ივნისს თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციამ 1 პირი დააკავა.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საქმეზე 1 პირი დააკავეს.

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა და დაკავებულს 2000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.