სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონის თქმით, გაოცებულია იმ ბენეფიციარის განცხადებით, ვინც თქვა, რომ პანსიონზე ჩვენების მიცემის გამო ხიჭაურის უნივერსიტეტის ტერიტორია დაატოვებინეს.

"საჯარო სივრცეში მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში რომ მიიღეს, სულ რამდენიმე დღის იყო. დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი, არც ჩაცმა, არც დახურვა, არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. შემდეგ სკოლა დაამთავრებინა დედა ეკლესიამ და შემდეგ უნივერსიტეტში მოაწყო, ისევ საპატრიარქოს უნივერსიტეტში, წმ. ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში, ხიჭაურში და პირველ კურსზე სწავლობდა. ჩვენ გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ასე გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. საოცარია, გაოცებული ვართ ჩვენ და ძალიან შეწუხებული. რა შეეძლო მეტი ეკლესიას გაეკეთებინა", — განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილმა ბენეფიციარმა თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.