ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახალი კანონპროექტით ბიძინა ივანიშვილი იმ დაფინანსებასაც უწყვეტს პარტიას, რაც მას მასაჟისთვის სჭირდება.

"ამ წუთში პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა, მილიარდელმა 20000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის, ის თანხა, ამასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტია დაასრულებს, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ", — ამბობს ნათელაშვილი.

დღეს საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საუბარია, რომ თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმომადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.