ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კინოსამყაროში ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანზე გაცოცხლება ძალიან უყვართ.

ამ მხრივ ზოგიერთ მწერალს განსაკუთრებულად გაუმართლა: იმასთან ერთად, რომ მათმა შემოქმედებამ მკითხველების გული მოიგო, მათ წიგნებზე გადაღებული ეკრანიზაციებიც პოპულარული აღმოჩნდა მაყურებლებში.

მეტიც, ხშირად ასეთი ცნობილი მწერლები მათი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ფილმებშიც ჩნდებიან, რაც ბევრს, შესაძლოა, აქამდე არც კი შეუმჩნევია.

1. ჰიუბერტ სელბის რომანის Requiem for a Dream (ოცნების რეკვიემი) მიხედვით დარენ არანოვსკიმ გადაიღო ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი, რომელშიც ციხის ერთ-ერთ სცენაში თავად ავტორიც ჩნდება

ფოტო: Artisan Entertainment

2. ირვინ უელში მონაწილეობას იღებს მისი წიგნების მიხედვით გადაღებულ საკულტო ფილმებში Trainspotting (ჩხერკეთელაობა)

ფოტო: Miramax

3. ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ჯადოსნურ დათვზე დაწერილი წიგნების ავტორი, მაიკლ ბონდი ფილმში პადინგტონი თავის პერსონაჟს ესალმება

ფოტო: StudioCanal

4. საშინელებათა ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის — ყბების (Jaws) ავტორი, პიტერ ბენჩლი ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაციაში ტელეჟურნალისტის როლში გვევლინება

ფოტო: Universal Pictures

5. ფილმში Fear and Loathing in Las Vegas (ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში) მცირე კამეო აქვს მწერალ ჰანტერ ს. თომპსონს

ფოტო: Universal Pictures

6. შემწვარი მწვანე პომიდვრების (Fried Green Tomatoes) ავტორი ფენი ფლეგი ამავე სახელწოდების ფილმში ოჯახური პრობლემების მოგვარების კონსულტანტის როლში ჩნდება

ფოტო: Universal

7. ბინდის საგის ბესტსელერი ავტორი, სტეფანი მეიერი ჯერ პირველ ფილმში ჩნდება კაფეში, შემდეგ კი განთიადის პირველ ნაწილში (Breaking Dawn — Part I) ვხედავთ ედვარდისა და ბელას ქორწილში

ფოტო: Summit Entertainment

8. თავისივე საკულტო წიგნის იგი (It) მიხედვით გადაღებული თანამედროვე ეკრანიზაციების მეორე ნაწილში სტივენ კინგს მთელი ერთი სცენა ეძღვნება, სადაც ის ანტიკური ნივთების მაღაზიის გამყიდველის როლში გვევლინება

ფოტო: New Line Cinema