შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში პირმა უკანონოდ, ფარულად ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა გადაიღო და უკანონოდ გაავრცელა.

პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.