პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს
ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს. საკითხს კენჭისყრაზე 80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
კანონპროექტის მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანია, "საბოტაჟის" წინააღმდეგ დაიცვას დემოკრატია.
"როდესაც დემოკრატიის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია განხორციელდეს საბოტაჟი, დემოკრატიას აქვს თავდაცვის უნარი. ეს არის მოდელი, რომელიც არსებობს როგორც აშშ-ში, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დემოკრატია არ არის უსუსური, აქვს ბერკეტები, როდესაც საბოტაჟის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ეფექტიანი მექანიზმები", — თქვა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ეს ითვალისწინებს, როგორც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის, ასევე, დროებით შეჩერების საკითხს.
"იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი მაინც კონკრეტული პარტიის შეიწყვეტს უფლებამოსილებას, ამოქმედება ეს მექანიზმი, რომელიც უკავშირდება დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნახევარი მაინც პლენარული სხდომების ნახევარს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება. თუ შემდგომ პარტია იმოქმედებს პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად, ეს დაფინანსება აღუდგება", — აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონი აამოქმედონ არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან.
მეორე მოსმენით კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, კერძოდ, პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე.
გარდა ამისა, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
ასევე, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ამ კანონის ამოქმედებისთანავე აღუდგება ეს უფლება.
"ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღებდა იგი, რომ არ დაეკარგა დაფინანსების მიღების ზემოაღნიშნული უფლება", — ვკითხულობთ კანონპროექტში.
გარდა ამისა, კანონპროექტის პაკეტის ფარგლებში განიხილეს და მხარი დაუჭირეს ორგანულ კანონში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებსაც, რომლის თანახმადაც თუ პარტიას შეუწყდება დაფინანსება, დაკარგავს უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლებას.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით 23 დეკემბერს დაუჭირა მხარი. 24 მარტს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნეს დასკვნა და მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ გადაეხედათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებებისთვის.
ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიებს უფასო საეთერო დრო არ ექნებათ, მათ თანასწორუფლებიანობას დაარღვევდა. ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებული იყო იმ შესწორებით, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში უნდა შევიდეს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები