ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნუცუბიძის პლატოზე, IV მიკრორაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახლით შეიცვლება 1,5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, საკვანძო ჭებსა და სახანძრო ჰიდრანტებს მოაწყობენ. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლეო და ნოდარ გაბუნიებისა და მიმდებარე ქუჩებზე 1 100-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.