სერიალ სექსი დიდ ქალაქშის ვარსკვლავი, კიმ კეტრელი შვედური სატელევიზიო შოუს, Modus-ის მეორე სეზონში აშშ-ის პრეზიდენტის როლს შეასრულებს.

Modus დეტექტიური სერიალია, რომლის ახალი სეზონიც საიდუმლოებით მოცულ სახელმწიფო შეთქმულებას შეეხება.

"სერიალის მეორე სეზონს შევუერთდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთში მომიწევს მუშაობა. სიმართლე გითხრათ, ამ ქვეყნის მონახულება ყოველთვის მინდოდა, რადგან შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის უდიდესი ფანი ვარ. აი, ამის დროც მოვიდა", - ამბობს კიმ კეტრელი.

სერიალი ერთდროულად გადის შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, იაპონიასა და დანიაში.