ორი დეპუტატით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივას პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. ინიციატივის ავტორი პარტია მოქალაქეებია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატითაა წარმოდგენილი.

კანონპროექტის თანახმად, 2024 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს, ნაცვლად არანაკლებ ოთხისა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება.

საკითხი პლენარულ სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ინიციატივას მხარს უჭერენ.