ქართულმა ფინტექ სტარტაპმა Payze-მ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. სტარტაპი Visa-ს მიერ 700-ზე მეტ აპლიკანტს შორის შეირჩა და ფინალში გაიმარჯვა კიდევაც.

კონკურსი საერთაშორისო იყო და ის VisaEverryInitiative-ის ფარგლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებს მოიცავდა. ამ ინიციატივით Visa-ს მიზანია ინოვაციური გადაწყვეტილებების შემოტანა მომავლის გადახდის გამოწვევების დასაძლევად.

ფინალში ხუთი სტარტაპი იყო. სტარტაპებმა ჟიურის წინაშე პრეზენტაციები წარადგინეს და სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა გამარჯვებული. Payze, როგორც გამარჯვებული 15 000 დოლარს მიიღებს.

უკვე ამის შემდეგ, ქართულ სტარტაპს შანსი ექნება, რომ სექტემბერში VisaEverryInitiative-ის გლობალურ ფინალში იასპარეზოს და ამჯერად 100,000 აშშ დოლარიანი დაფინანსებაც მიიღოს. ამასთან, ეს Visa-ს მიერ ქართული სტარტაპის საბოლოო აღიარებას და მის გლობალურ ქსელზე წვდომასაც ნიშნავს.

ცნობისთვის, Payze უნივერსალური საგადასახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ნებისმიერი ტიპის პლატფორმას ონლაინ გადახდების წარმოებაში ეხმარება. Payze-მ დღემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, მოახერხა რა რამდენიმე კონკურსში გამარჯვება და აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა. ახლა კი მათ წარმატებას, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება შეემატა.

შემდეგი პოდკასტი: როგორ გავიმარტივოთ ონლაინ გადახდები — Payze

"ონლაინ გადახდებში ყველაზე საინტერესო მეთოდი შემოვიტანეთ" — Payze

ამიერიდან, ქართულ აპლიკაცია Phubber-ში გადახდებს ქართული სტარტაპი Payze უზრუნველყოფს