სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა. კონგრესმა პრეზიდენტის ინიციატივა ხმების უმრავლესობით დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 90 დღეში შევა.

კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბიზნესი ქვეყანაში ვალდებული იქნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ბიტკოინი მიიღოს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვილი არაა.

პრეზიდენტს ნაიიბ ბუკელეს განცხადებით, ეს ისტორიული ნაბიჯია ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 70 პროცენტს საბანკო ანგარიში არ აქვს.

სალვადორის ეკონომიკა ძირითადად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები სალვადორელები აგზავნიან. ასეთი დაახლოებით ორი მილიონი პირია და ყოველწლიურად ისინი თავიანთ ოჯახებს 4 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც ქვეყნის მშპ-ს 20 პროცენტია.

სალვადორის გადაწყვეტილებას ეკონომისტები სხვადსხვანაირად გამოეხმაურნენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უნიკალური მიღწევაა, რომელიც ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება. სხვები კი კრიპტოვალუტის არასტაბილურობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ექსპერტების აზრით, სალვადორმა ურთიერთობა გაირთულა მსოფლიო სავალუტო ფონდთან, რომლისგანაც 1 მილიარდის გამოყოფას ითხოვენ.