ამ ხუთშაბათს ჩრდილო ნახევარსფეროს გარკვეულ ნაწილებში მცხოვრები ადამიანები ცაზე მზის ნაწილობრივ თუ სრულ დაბნელებას დაინახავენ.

უმეტესობა მზის ნაწილობრივ დაბნელებას იხილავს, სადაც მთვარე ოდნავ გადაფარავს მზეს. რამდენიმე კონკრეტული ადგილიდან კი, რუსეთში, გრენლანდიასა და კანადაში, ეს მოვლენა მთვარის სრულ დაბნელებას დაემსგავსება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მთვარე დედამიწის გარშემო თავის ორბიტაზე ყველაზე შორეულ წერტილს მიუახლოვდება და ცაზე ჩვეულებრივთან შედარებით უფრო პატარა ზომისა გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს იმ ნაწილებშიც კი, სადაც დაბნელება სრული იქნება, მთვარი ბოლომდე მაინც არ გადაფარავს მზეს და ვარსკვლავის სინათლე მის ცენტრში განლაგენული ბნელი დისკის გარეშე გამოჩნდება. ამიტომ, ამ მოვლენას "ცეცხლოვანი რგოლის" სახელითაც მოიხსენიებენ.

როგორც ხედავთ, ეს მზის სრული დაბნელება არ იქნება. სანახაობა თბილისის დროით 12:12 საათზე დაიწყება. ამ მომენტში მთვარე დაიწყებს მზის გადაფარვას, 14:41-ზე მაქსიმალურ გადაფარვას მიაღწევს და 17:11-ზე დაბნელება დასრულდება. გახსოვდეთ, რომ მზეს შეუიარაღებელი თვალით არ შეხედოთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან ეს მოვლენა არ გამოჩნდება, ან, უბრალოდ მხედველობის დაზიანება არ გინდათ, შეგიძლიათ მოვლენას აქ მიადევნოთ თვალი: