10 ერთი შეხედვით სასარგებლო რჩევა, რომელსაც ზიანის მოტანა შეუძლია
საკუთარ თავზე ზრუნვა მენტალური ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია: ყოველთვის უნდა დავაფასოთ საკუთარი თავი, ჩვენი შესაძლებლობები, გავითვალისწინოთ ჩვენთვის საჭირო გარემოებები და ყური დავუგდოთ გულის ხმას.
ამის მისაღწევად საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია რამდენიმე საყოველთაოდ აღიარებული რჩევა, რომლებიც როგორც ინტერნეტსივრცეში, ისე ყოველდღიურობაში ახლობელი ადამიანებისგანაც კი შეიძლება მოვისმინოთ. ერთი შეხედვით, მსგავსი მოსაზრებები ჩვენს უკეთ ყოფნას ემსახურება, თუმცა პრაქტიკაში ბევრ ასეთ მიღებულ "ჭეშმარიტებას" ხშირად ზიანის მოტანაც შეუძლია.
ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მოსაზრებას წარმოგიდგენთ, რომლებიც Reddit-ის მომხმარებლებმა განიხილეს:
1. "მხოლოდ დადებითზე იფიქრე"
"ხშირად ადამიანები ამას მაშინ ამბობენ, როცა ვიღაც თავის მწუხარებას, იმედგაცრუებას, ემოციურ გადაღლას ან სიბრაზეს — ყველაფერს, გარდა ბედნიერებისა — გამოხატავს. დადებით განწყობას მართლა შეუძლია კარგი გავლენის მოხდენა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ემოციები არ უნდა გაგიჩნდეს და ბუნებრივად არ უნდა მიიღო ასეთი მდგომარეობა".
2. "თუ ვინმეს ჩემი ყველაზე ცუდი მდგომარეობის ატანა არ შეუძლია, მაშინ არც ჩემს საუკეთესო განწყობას იმსახურებს"
"სასაცილოა, რომ ვინც ამას ამბობს, ყოველთვის თავის "ყველაზე ცუდ" განწყობაზეა ხოლმე".
3. "მკიდია, ხალხი რას იფიქრებს"
"კი, ხშირად ასე უნდა იყოს, მაგრამ არა ყოველთვის: შეგიძლია, დაიკიდო, თუ რას იფიქრებენ სხვები შენს მუსიკალურ გემოვნებაზე, მაგრამ არა ის, თუ როგორ იმოქმედებს შენი გადაწყვეტილებები სხვებზე. სამწუხაროდ, ამ ფრაზით ბევრი სწორედ ამას გულისხმობს: "არ მადარდებს, თუ ვინმეს რამე ზიანს მივაყენებ". მნიშვნელოვანია, ყოველთვის გაითვალისწინო ის შედეგები, რაც შენს ქმედებებს მოჰყვება".
4. "ის გააკეთე, რაც შენ გგონია სწორი"
წარმოიდგინეთ, ამით რომ იხელმძღვანელოს ყველა სერიულმა მკვლელმა ან ნებისმიერმა ბოროტმოქმედმა.
5. "გაანებივრე საკუთარი თავი"
"ხანდახან ეს მართლა საჭიროა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ცუდი ფინანსური რჩევა იყოს: თუ იცი, რომ რაღაცას ვერ გასწვდები, არც უნდა გააკეთო".
6. "ნუ იქნები სევდიანი. უამრავი მიზეზი გაქვს, რომ ბედნიერი იყო"
"თუნდაც ცოტა მიზეზი გქონდეთ ბედნიერებისთვის, არ უნდა გრცხვენოდეთ, თუ სევდა შემოგაწვებათ რაღაცის გამო".
7. "კაცურად მოიქეცი, ძლიერი იყავი"
"ამის მთქმელები ხშირად იმას გულისხმობენ, რომ კაცს ტირილის ან ემოციების გამოხატვის უფლება არ აქვს".
8. "დანაშაულის გრძნობა არაფრის მომტანია"
"ჩემმა ექიმმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი რამ მითხრა: "ეს გრძნობა რამეში გეხმარება? მაშინ დანაშაულის გრძნობა სასარგებლო ყოფილა. რამე გასწავლა? ცუდი ქცევის შეცვლაში დაგეხმარა? მომავალში სავარაუდო შეცდომის დაშვებას აგარიდებს? მაშინ ნამდვილად სასარგებლოა. თუ დანაშაულის გრძნობა გაწუხებს, რომელიც კარგად გაანალიზე, მაგრამ ეს არაფერში გამოგადგა, მაშინ მართლაც არაფრის მომტანი ყოფილა და სინდისმაც აღარ უნდა შეგაწუხოს".
9. "იყავი ის, ვინც ხარ"
"როგორც წესი, ამაში იგულისხმება: 1) ნუ შეგრცხვება შენი უნიკალურობის; 2) მიჰყევი შენს ოცნებებს; 3) გადადგი მორალურად უფრო გამართლებული ნაბიჯი, თუნდაც სხვები ასე არ იქცეოდნენ. თუმცა ამას ბევრი არასწორად იგებს და ფიქრობენ, რომ თუ ვინმეს საშინლად მოექცევიან, არაუშავს. სიმართლე კი ისაა, რომ ხანდახან სულაც არ არის სწორი, რომ "ის იყო, ვინც ხარ". ხანდახან უბრალოდ უნდა ეცადო, რომ შეიცვალო და შენი ცუდი ქმედებებით სხვას აღარ ავნო".
10. "შორს მისგან, ვინც არ გეთანხმება"
"ცხადია, ეს მეთოდი გამოდგება იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს საშინლად გაგრძნობინებენ, მაგრამ ყველა გარშემომყოფი, ვინც კი კვერს არ დაგიკრავს ან შენგან განსხვავებულად ფიქრობს, არ ნიშნავს, რომ მათგან თავი ყოველთვის შორს უნდა დაიჭირო".
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები