საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის "გიჟიმინატასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის" განცხადება საინტერესო არ არის. ასე მოიხსენია ღარიბაშვილმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

"რა არის საინტერესო გიჟიმანტასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება, არ არის. ჩემთვის მთავარი არის, რომ ლიტვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში საქართველოში. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიტვასთან და ასე გავაგრძელებთ", — თქვა მან.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 10-12 ივნისს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის პირველივე დღეს პრეზიდენტი ბრიფინგს სოფელ პატარა ხურვალეთის შესასვლელთან გამართავს.