2021 წლის ზაფხულს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია: ის უნდა იყოს ყველაფერი, რაც 2020 წლის ზაფხული ვერ იყო. ორი წლის სამყოფი დასვენება და კომფორტი აქვს შემოსათავაზებელი. ბოლოს და ბოლოს, ვაქცინის შემდეგ მეგობრებთან ჩახუტება და მათ გვერდით დროის გატარებაც შეგვიძლია.

ამ ზაფხულს უდიდესი საფეხბურთო მოვლენა ხდება: UEFA EURO 2020. ესეც წინა წლის "ვალია" და ორჯერ მეტი აზარტი, გართობა და ემოციები უნდა მოგვიტანოს.

ჩვენც შესაბამისად უნდა დავხვდეთ! ამ სტატიაში 5 რჩევა მოვამზადეთ, როგორ მოეწყო სპორტულად და შეიქმნა კომფორტული ზაფხული: ბურთიც შენია და მოედანიც.

1. შემოიკრიბე გარშემო საყვარელი ადამიანები

სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გარემოცვაა. მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია გენატრებიან, მშობლები, რომლებთან ერთადაც ბავშვობიდან უყურებ ფეხბურთს, ბიძაშვილი, რომელიც "მტრის" გუნდს გულშემატკივრობს და სულ ნერვებზე გშლის.

ფოტო: Shutterstock

2. დაარეგულირე ტემპერატურა

ბედნიერი ოჯახის რეცეპტი გითხრათ? სახლში არც უნდა ციოდეს და არც უნდა ცხელოდეს. ზამთარში გათბობა და ზაფხულში გაგრილება კომფორტული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

სანამ გასაგრილებლად ძველ მეთოდებს გაიხსენებ ამ სტატიიდან, გამოქვაბულში გადახვალ საცხოვრებლად ან თოვლს ჩამოიტან მთიდან, გაიხსენე, რომ ალტაში საზაფხულო კამპანიის ფარგლებში საუკეთესო კონდიციონერის შეძენა შეგიძლია.

3. მოიმარაგე სასუსნაოები და ცივი სასმელები

ფოტო: Alex Meyer | Unsplash

ბედნიერი ოჯახის მეორე რეცეპტი გითხრათ? ცივი სასმელი მაცივარში. შეიძლება ალკოჰოლური, შეიძლება არც, მაგრამ აუცილებლად ცივი. და ასევე ცივი, სეზონური, წვნიანი და გემრიელი ხილი ან შეიძლება ცივი ყავაც, ნაყინით ან მის გარეშე.

სასმელები და ხილი შენით უნდა შეარჩიო, მაცივარი ალტას მიანდე.

4. შეარჩიე ტელევიზორი

თუ შენს ტელევიზორს შიგადაშიგ შემოლაწუნება სჭირდება, ან თუ ბურთი მრგვალის ნაცვლად ერთი დიდი კვადრატია, სულ წყალში ჩაიყრება ეს ამდენი მზადება კომფორტული და სპორტული ზაფხულისთვის.

თან მარტო ფეხბურთისთვის კი არა, სეზონის დასასრულის შემდეგ, წვიმიანი შემოდგომა და ცივი ზამთარი რომ ჩამოდგება, ჩასაჯდომად და საყვარელი სერიალების მაღალ ხარისხში სანახავადაც ხომ გჭირდება ხარისხიანი ტელევიზორი?

5. მოემზადე... 3, 2, 1!

შფოთვა და ნერვიულობა სხვა სეზონს დავუტოვოთ, ზაფხულში მხოლოდ კარგი ემოციების და კომფორტული ცხოვრების დროა. უარი უთხარი ტოქსიკურ ურთიერთობებს, სამსახურის ზარებს არასამუშაო დროს, ზუმს შაბათ-კვირას, ეჭვიან შეყვარებულს და მოემზადე: ამ ზაფხულს ბურთიც შენია და მოედანიც.

შეარჩიე ტექნიკა ალტაში — მოეწყვე სპორტულად. ბურთიც შენია და მოედანიც.

ალტაში საზაფხულო კამპანია დაიწყო, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება. თვალი ადევნე ალტას ფეისბუქის გვერდს შეთავაზებებისთვის და შეიძინე ტექნიკა საუკეთესო ფასად.