10 ქვეყანა, საიდანაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა
საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირველ კვარტალში 125,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 28,3%-ით ნაკლებია.
ქვეყნების მიხედვით, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, კვლავ პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო — 88,4 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70,5%-ს შეადგენს — სავარაუდოდ, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ქართული საფინანსო კომპანია (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, "საქართველოს კაპიტალი") დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში ჩადებული თანხები უცხოურ ინვესტიციებად განიხილება. ქვეყნებს შორის, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი — 31,9 მილიონი დოლარით (25,4%), ხოლო მესამეზეა თურქეთი — 24,5 მილიონი დოლარით (19,5%).
10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:
- გაერთიანებული სამეფო — 88 მილიონი დოლარი; ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან — 21%;
- რუსეთი — 32 მილიონი დოლარი; ზრდა — 186%;
- თურქეთი — 25 მილიონი დოლარი; ზრდა — 95%;
- ჩეხეთი — 14 მილიონი დოლარი; კლება — 574%;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები — 13 მილიონი დოლარი; კლება — 1 699%;
- დანია — 11 მილიონი დოლარი; კლება — 9%;
- გერმანია — 10 მილიონი დოლარი; ზრდა — 259%;
- იაპონია — 7 მილიონი დოლარი; კლება — 7%;
- მარშალის კ-ები — 7 მილიონი დოლარი; კლება — 24%;
- ნიდერლანდი — 6 მილიონი დოლარი; კლება — 61%;
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების გადინება ყველაზე დიდი მოცულობით (-59,8 მილიონი დოლარი) აშშ-ის, ყირგიზეთისა (-24,3 მილიონი დოლარი) და მალტას (-12 მილიონი დოლარი) შემთხვევაში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში უცხოური ინვესტიციები მასშტაბურად შემცირდა. 2020 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლიურად 52,9%-ით იკლო და ბოლო 10 წლის მინიმუმამდე, 616,9 მილიონ დოლარამდე დაეცა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები