2017 წელს ეკრანებზე რიდლი სკოტის ახალი ფილმი Alien: Covenant გამოდის, რომლის პირველი კადრებიც კომპანია სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, ახლა კი ახალი თრეილერიც შემოგვთავაზეს.

ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ფასბინდერი, ჯეიმს ფრანკო, გაი პირსი და კეტრინ ვატერსტონი ასრულებენ.

სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერები უცნობ პლანეტაზე აღმოჩნდებიან, რომლებსაც ჰგონიათ რომ გალაქტიკის საოცარ ნაწილში მოხვდნენ, რეალურად კი უცხო მიწაზე სახიფათო არსებები ბინადრობენ. მათ ველურ ბუნებასა და მოულოდნელ სიტუაციებში სიცოცხლის გადასარჩენად უწევთ ბრძოლა.

ფილმი ეკრანებზე 2017 წლის 19 მაისს გამოდის.