ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. ის 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ქართული ძიუდოს ისტორიაში იგი გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

შავდათუაშვილმა პირველი ოლიმპიური მედალი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა. მან ოქროს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელი მიკლოს უგვარი დაამარცხა.