საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სახეში გაარტყეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ მაკრონი მოქალაქეებთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას სილა გააწნა. BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ისმოდა შეძახილი — "ძირს მაკრონიზმი". როგორც ვიდეოში ჩანს, ინციდენტის მიუხედავად, მაკრონი რკინის ბარიკადთან დაბრუნდა და იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ინტერაქცია გააგრძელა.