5 მარტს FX-ის ეთერში რაიან მერფის ახალი სერიალის Feud: Bette and Joan პრემიერა შედგება, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარული მსახიობების ცხოვრებასა და მათ დაძაბულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ყურადღების ეპიცენტრში კი ბეტ დევისისა (სუზან სარანდონი) და ჯოან კროუფორდის (ჯესიკა ლენგი) ურთიერთობაა. რეჟისორი და სცენარისტი ჰორორის ჟანრის კლასიკად შერაცხული ფილმის რა დაემართა ბეიბი ჯეინს? კულისებში შეგვახედებს და მსახიობებს შორის არსებულ დაძაბულობას გვიჩვენებს.

სულ ცოტა ხნის წინ კი შოუს შემქმნელმა რაიან მერფიმ თქვა, რომ სერიალის მეორე სეზონი, რომლის პრემიერაც 2018 წელს შედგება, პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის შესახებ იქნება.

ფოტო: Getty

"შემდეგი სეზონისთვის არ მინდოდა კვლავ ორი ქალი პერსონაჟის შუღლზე გამეკეთებინა აქცენტი. ამასთანავე მგონია, რომ პრინცესა დაიანას ისტორია ძალიან საინტერესო და საიდუმლოებით მოცულია, ამიტომ ბევრი მასალა წავიკითხე, გავიცანი ხალხი ვინც მათი ამბების შესახებ იცოდა და მენდეთ, უამრავ საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელ დეტალს გაიგებთ სამეფო ოჯახისა ხალხის გულების პრიცესაზე", - ამბობს რაიან მერფი.