"მაინცდამაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ მერე გააკეთოთ განცხადებები სამძიმრის?", — ასე მიმართა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს შუქრუთელ მოშიმშილეებთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს და ეს ადამიანები კომპანიას შეატოვეს.

"რას ელოდებით? ამ ადამიანებმა ღიად თქვეს, პირის ამოკერვაზე უფრო მტკივნეული დუმილია, რომელსაც ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან და ხელებდაბანილი პოზიციაო. ეს ადამიანები მარტო არიან შეტოვებული ვითომ კომპანიას, რომელიც მათი ჯანმრთელობით, სიცოცხლით ვაჭრობს, იღებს მილიონებს და ამ ადამიანებს საცხოვრებელი გარემო ენგრევათ, საცხოვრებელი სახლები ენგრევათ და ამაზე დღემდე არცერთ ოფიციალურ უწყებას პასუხისმგებლობა არ აუღია. დიახ, ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს, გასულია მომსახურების არედან", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.