მას შემდეგ, რაც ახალი iOS, iPadOS და WatchOS ვიხილეთ, Apple-მა WWDC 2021-ზე macOS-ის ახალი ვერსია, Monterey დააანონსა.

როგორც ჩანს, ეფლის ეკოსისტემა ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად ხდება დაკავშირებული და macOS-ის ახალი ვერსია iOS-თან თანხვედრაში უკეთესად მოვა. განახლებების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, რომ Mac-ზე და iPad-ზე კლავიატურა და მაუსი სინქრონულად გამოვიყენოთ. ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ MacBook-ის ან iMac-ის ეკრანიდან მაუსის კურსორი პირდაპირ iPad-ზე გადავიტანოთ. ანუ შესძლებელი იქნება, რომ სამი მოწყობილობა ერთმანეთს უსადენოდ დაუკავშირდეს, თუ ისინი ერთმანეთის გვერდით იქნებიან.

ასევე, შესაძლებელი იქნება Drag and Drop პრინციპით, უბრალოდ ფაილის აღება და მაგალითად აიპადიდან პირდაპირ ლეპტოპში გადაგდებას.